მნიშვნელოვანირეგიონი

იმედი მაქვს დეკემბერში ევროკავშირის საბჭო საქართველოს სასარგებლო გადაწყვეტილებას მიიღებს-საქართველოში აშშ-ის ელჩი

პირადად მე იმედი მაქვს, რომ დეკემბერში ევროკავშირის საბჭო საქართველოს სასარგებლო გადაწყვეტილებას მიიღებს, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა, კახეთში, ყვარელში ყოფნისას განაცხადა.

ელჩმა განმარტა, რომ საქართველომ დიდი სამუშაო შესარულა, თუმცა კიდევ ბევრი აქვს გასაკეთებელი.

„20 დღის წინ, 8 ნოემბერს ყველამ ვიზეიმეთ, როდესაც ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით რეკომენდაცია გასცა. მინდა კიდევ ერთხელ მივულოცო პრეზიდენტს, მთავრობას და მთელ ქვეყანას საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი. პირადად მე იმედი მაქვს, რომ დეკემბერში საბჭო საქართველოს სასარგებლო გადაწყვეტილებას მიიღებს. აშშ-სა და საქართველოს პარტნიორობისა და მეგობრობის 31 წელზე მეტი აკავშირებს, ჩვენ ორმხრივად ვთანამშრომლობთ. ამავდროულად, მრავალმხრივად ვთანამშრომლობთ ევროკავშირსა და ნატოსთან ერთად. ამ ხნის განმავლობაში საქართველომ წარმოუდგენლად დიდი სამუშაო შეასრულა, თუმცა, როგორც ევროკომისიამ აღნიშნა, კიდევ ბევრია გასაკეთებელი. აშშ მომავალშიც გააგრძელებს საქართველოს გვერდში დგომას“, – აღნიშნა დანიგანმა.

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან ერთად, ყვარელში საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი კამპანიის ” ჩემი ხმა ევროპას”ფარგლებში იმყოფებოდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button