მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები
იმედის მომცემი სიტუაციაა ტრანსპორტის აღდგენაზე-თამარ გაბუნია
პოზიტიური ეპიდვითარების არსებობის შემთხვევაში მთელი ქვეყნის მასშტაბით საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა აღდგება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
“რამდენად დაგვჭირდება ჩვენ ტრანსპორტზე შეზღუდვის კიდევ მეტად გახანგძლივება, ამაზე ეპიდემიური სურათის ანალიზი გაგვცემს პასუხს. ჯერჯერობით ტენდენცია არის საკმაოდ პოზიტიური. ვფიქრობ, იმედის მომცემია სიტუაციაა ტრანსპორტის აღდგენაზე” – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვა გახანგრძლივდა. ტრანსპორტი 13 სექტემბერამდე არ იმუშავებს. შეზღუდვა თავდაპირველად 4 სექტემბრამდე იყო დაწესებული.