მნიშვნელოვანი

,,იმის გათვალწინება, რომ სავარაუდო სამთო დარტყმა ნაკლებმტკივნეული იყოს, შესაძლებელია“ – პროფკავშირები

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე თამაზ დოლაბერიძე მიიჩნევს, რომ სავარაუდო სამთო დარტყმისას ტრაგიკული შედეგების თავიდან აცილებისთვის, კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა შესაძლებელია. ამის შესახებ თამაზ დოლაბერიძემ რადიო ,,თბილისის“ თოქ-შოუ ,,აქტიურ დროში“, ე.წ. ,,სამთო დარტყმის“ შესახებ, საქნახშირის ხელმძღვანელის მიერ გავრცელებული ვერსიის კომენტირებისას განაცხადა.

,,შესაძლოა, სამთო დარტყმის პროგნოზირება შეუძლებელი იყოს, მაგრამ გათვალისწინება იმისა, რომ სავარაუდო სამთო დარტყმისგან მოყენებული ზიანი იყოს ნაკლებ მტკივნეული, საამისო სამუშაოების ჩატარება შესაძლებელია“, – განაცხადა თამაზ დოლაბერიძემ.

გამოიწვია თუ არა ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში ადამიანური მსხვერპლი გაუთვალისწინებლობამ, ამის დასადგენად, პროფკავშირებმა შახტის ადმინისტრაციისგან ფაქტის კვლევის კომისიის შექმნა და ამ კომისიაში მათი წარმომადგენლის შეყვანა მოითხოვეს.

მოსიმინეთ თამაზ დოლაბერიძის ხმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button