ინციდნეტი კაბალში
ინციდენტი მოხდა ლაგოდეხის რაიონის სოფელ კაბალის 18-ე საარჩევნო უბანზე, სადაც ქართული ოცნების აქტივისტი, რომელსაც პარტიის ლოგოტიპიანი მაისური ეცვა საარჩევნო უბანზე შეიჭრა. – ამის შესახებ თავისუფალი დემოკრატების ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ვახტანგ მჭედლიძემ განაცხადა.
“დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში, ეს კაცი საარჩევნო უბანზე, ოცნების მაისურით იდგა და ყვიროდა ხმა მიეცით ქართულო ოცნებასო, მას ძლივს, იძულების წესით დაატოვებინეს, საარჩევნო უბანი” – განაცხადა ვახტანგ მჭედლიძემ.
თავისუფალი დემოკრატების ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის თქმით, არჩევნები რაიონში დარღვევებით მიმდინარეობს და დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც მისი გვარი ბიულეტენში შეცდომით იყო დაბეჭდილი.