მსოფლიოსიახლეები

ინდოეთი შეზღუდვების ეტაპობრივ შემსუბუქებას იწყებს

ინდოეთი კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივ შემსუბუქებას იწყებს.

როგორც ცნობილია, შეზღუდვების შემსუბუქება ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული მითითებების შესაბამისად განხორციელდება.

14 აპრილს ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა 3 მაისამდე გაახანგრძლივა, მაგრამ განაცხადა, რომ ქვეყნის იმ ნაწილში, სადაც კოროვირუსის შემთხვევების დაბალი ან ნულოვანი დონეა, შეზღუდვები უნდა შემსუბუქდეს.

ცნობისთვის, ამ ეტაპზე ინდოეთში კორონავირუსით ინფიცირებულია 17 615 ადამიანი, გარდაიცვალა 559 პაციენტი. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რაოდენობას, მან 2 854 შეადგინა.

მსგავსი პოსტები

Back to top button