ინდოეთის სოფელში ბებიებისთვის სკოლა გაიხსნა [Photo]

ინდოეთის ფინანსური დედაქალაქის, მუმბაის მახლობლად დებარე ერთ-ერთ სოფელში ბებიებისთვის სკოლა გაიხსნა. ქალებმა, რომლებმაც ახალგაზრდობაში ცოდნის მიღება ვერ შეძლეს, ახალ სკოლაში ანბანს შეისწავლიან და წერა-კითხვას დაეუფლებიან. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ბებიების სასკოლო ფორმა ვარდისფერი სარია. გაკვეთილების ხანგრძლივობა კვირაში ექვსი დღის განმავლობაში 2 საათი გრძელდება. სასწავლებელში სუსტი მხედველობის ადამიანებისთვის საგანგებო სახელმძღვანელოები გამოიყენება.
ინდოეთში წერა-კითხვის უცოდინარი ქალები მამაკაცებზე 20%-ით მეტს შეადგენენ. განათლების სფეროს ექსპერტების თქმით, ქვეყანაში ნაადრევი ქორწინებებია გავრცელებული და გოგონებს გათხოვების შემდეგ განათლების მისაღებად აღარ სცალიათ.

[print_gllr id=54728]

მსგავსი პოსტები

Back to top button