ინდოეთში 24 საათში 50 მილიონი ხე დარგეს [Video]

ინდოეთის შტატ ტელანგანაში გასულ კვირას, ერთ დღეში 49,3 მილიონი ხე დარგეს. აქციაში მონაწილეობა 800 000-მდე ადამიანმა მიიღო.
ღონისძიებაში, რომელიც ქვეყანაში ჰაერის დაბინძურების წინააღმდეგ იყო მიმართული, მონაწილეობდნენ როგორც რიგითი მოქალაქეები, ასევე სტუდენტები და საჯარო პირები, რომლებმაც ჯამში 80 განსხვავებული ჯიშის 49,3 მილიონი ხე დარგეს.
აქამდე რეკორდი პაკისტანს ეკუთვნოდა, რომელიც დღეში 847,275 ხის დარგვას შეადგენდა, თუმცა ინდოეთში ღონისძიების დაანონსებისთანავე ცნობილი გახდა, რომ ის გინესის რეკორდების წიგნში მოხვდებოდა.
აღსანიშნავია, რომ ინდოეთის მთავრობას 2030 წლამდე გამწვანების აქციებისთვის 6,3 მილიარდი დოლარი აქვს გამოყოფილი.