მსოფლიოსიახლეები

ინდოეთში 3 კვირის ბავშვი ცოცხლად დამარხეს

ინდოეთში ახალშობილი გადაარჩინეს, რომელიც მშობლებმა სასულიერო პირის მოთხოვნით ცოცხლად დამარახეს. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.

ტანტრას მოძღვარმა 20 წლის გოგო დაარწმუნა, რომ მისი 3 კვირის შვილი ავი სულებით იყო შეპყრობილი და ბავშვი ცხოვრებას გაუმწარებდა.

ამის შემდეგ მშობლებმა გოგოს დამარხვა გადაწყვიტეს. ბავშვი დეიდამ წაიყვანა და ცოცხლად დაკრძალა.

რამდენიმე საათის შემდეგ ბავშვის ტირილი გამვლელმა გაიგო და ბავშვი გადაარჩინა. ამჟამად ის საავადამყოფოში იმყოფება და მისი მდგომარეობა სტაბილურია.

მოძღვარი, ბავშვის მამა და დეიდა უკვე დაააკავეს, დედამ კი, მიმალვა მოასწრო. მას ამ დრომდე ეძებენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button