მნიშვნელოვანიმსოფლიოსაქართველო

ინდოეთში ქურდობის ბრალდებით ოთხი ქართველი დააკავეს

ინდოეთში, გოაზე ოთხი ქართველი დააკავეს. სამართალდამცველები მათ სახლის გაქურდვაშია დანაშაულებენ. შემთხვევა ერთ-ერთ სოფელში მოხდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ქართველების მიერ ნაქირავები მანქანიდან მოპარული ნაღდი ფული და ძვირფასი ნივთები ამოიღეს. ნაპოვნია ასევე აღჭურვილობა, რომელიც ეჭვმიტანილებმა სახლის გაქურდვის დროს გამოიყენეს. ამ დროისათვის ისინი წინასწარი დაკავების იზოლატორში არიან მოთავსებული.

საქართველოს საელჩო პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას ამოწმებს. როგორც უწყებაში აცხადებენ, დიპლომატიურ წარმომადგენლობას მომხდარის შესახებ ოფიციალური შეტყობინება ჯერ არ მიუღია.

მსგავსი პოსტები

Back to top button