ინდოეთში სახლის აფეთქების შედეგად 80-მდე ადამიანი დაიღუპა
ინდოეთის მადჰია-პრადეშის შტატის ქალაქ პეტლავადში, ძლიერი აფეთქების შედეგად, სახლი ჩამოინგრა, 80-მდე ადამიანი დაიღუპა, 50 მძიმედ დაშავდა, – გადმოსცემს CNN.
წინასწარი მონაცემებით, სახლის ტერიტორიაზე განლაგებულ რესტორანში გაზის ბალონი აფეთქდა. სხვა ვერსიით, შენობაში, სამშენებლო სამუშაოების ჩასატარებლად, ლიცენზირებული ასაფეთქებელი ნივთიერებები ინახებოდა.
საგანგებო სიტუაციათა სამსახური სამაშველო ოპერაციებს ატარებს. თვითმხილველების გადმოცემით, ნანგრევებში მოხვედრილი ადამიანები შველას ითხოვენ.
[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”17998″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]