“რუსეთში უკრაინელ ხალხს, ყოველთვის პატივისცემითა და სითბოთი ეპყრობიან”-პუტინი

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, “რუსეთში უკრაინელ ხალხს, ყოველთვის პატივისცემითა და სითბოთი ეპყრობიან”.
“უკრაინის ტერიტორიაზე ჩამოყალიბებულ ნეონაცისტურ რეჟიმთან შეტაკება გარდაუვალი იყო. თებერვალში შესაბამისი ნაბიჯები რომ არ გადაგვედგა, ყველაფერი იგივე იქნებოდა, ოღონდ ჩვენი ქვეყნისთვის უარესად. რუსი ხალხის წინააღმდეგ მიზანმიმართულად შთაგონებული სიძულვილის პირველი და მთავარი მსხვერპლი სწორედ უკრაინელი ხალხია.
რუსეთში კი პირიქითაა, ყოველთვის პატივისცემითა და სითბოთი ვეპყრობოდით და ვეპყრობით უკრაინელ ხალხს, მიუხედავად დღევანდელი წინააღმდეგობისა,”- აცხადებს პუტინი.
ამის მიუხედავად ოკუპანტები მაინც განაგრძობენ უკრაინის ქალაქების დაბომბვას და ისინი ამავდროულად დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე თავდაცვის ხაზებს აწყობენ, მარცხენა სანაპიროზე კი სანაპირო ზოლს ნაღმავენ და მოსახლეობა გაჰყავთ,- ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთის ოპერატიული ხელმძღვანელობა ავრცელებს.
„მტერი აქტიურ თავდაცვაშია და დაკავებული საზღვრების შენარჩუნებას ცდილობს. მარჯვენა სანაპიროზე ძალებითა და ტექნიკით მანევრირებს, თავდაცვის ხაზებს აწყობს, მარცხენა სანაპიროს ნაღმავს და მოსახლეობა გაჰყავს 15-კილომეტრიანი ზონიდან, თხრილებში ათავსებს ტექნიკას დასაცეცხლე პოზიციებს აწყობს.
სამხრეთის ოპერატიული ხელმძღვანელობა ასევე აღნიშნავს, რომ ღამის განმავლობაში უკრაინელი არტილერისტები მტრის პოზიციებზე დარტყმებს აწარმოებდნენ, კერძოდ, ლოგისტიკურ ცენტრებზე, ცოცხალი ძალისა და ტექნიკის თავმოყრის ადგილებზე. მათი თქმით, უკრაინელებმა ოკუპანტების მიერ “ანტონოვის” ხიდის გასწვრივ მოწყობილი ალტერნატიული გადასასვლელი დაბომბეს.