მსოფლიო
ინდონეზიაში 1200-მდე გაიზარდა დაღუპულთა რაოდენობა
![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2018/10/cunami3.png)
ინდონეზიაში მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 1200-ს გადააჭარბა. 2000-მდე ადამიანი კი შესაძლოა, ნანგრევების ქვეშ იმყოფებოდეს, – ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ჯოკო ვიდოდომ განაცხადა.
ინდონეზიის სტიქიური შედეგების ლიკვიდაციის ეროვნული სამმართველოს მონაცემებით, საკუთარი სახლების დატოვება 16 000-ზე მეტ ადამიანს მოუწია, ჰუმანიტარულ დახმარებას კი 2,4 მილიონი ადამიანი საჭიროებს.
ინდონეზიაში, კუნძულ სულავესიზე, 28 სექტემბერს 6,1 მაგნიტუდის სიმძლავრის, რამდენიმე საათში კი 7,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
მიწისქვეშა ბიძგებმა ცუნამი გამოიწვია.