ინდონეზიაში მომხდარ მიწისძვრას 25 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა [Video]
ევროპის სეისმოლოგიური ცენტრის მონაცემებით, მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი ინდონეზიის კუნძულ სუმატრას ჩრდილოეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქ ბანდა-აჩეხის მახლობლად იყო. მიწისძვრის კერა 10 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა, ხოლო მისი სიმძლავრე 6,5 მაგნიტუდას შეადგენდა.
სტიქიის შედეგად 25 ადამიანი დაიღუპა, ათობით საცხოვრებელი სახლი, შენობა-ნაგებობა და ტაძარი დაინგრა.