ინდონეზიაში სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა [Video]
ინდონეზიის შეიარაღებული ძალების სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი „Hercules C-130“, ქალაქ მედანის გარეუბანში ჩამოვარდა და საცხოვრებელ კვარტალს დაეცა. 30 ადამიანი დაიღუპა, – გვაცნობებს „Reuters“.
ინდონეზიის საგანგებო სიტუაციათა სამსახურის ინფორმაციით, დაღუპულთა რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს.
მედანი, სადაც ავიაკატასტროფა მოხდა, ინდონეზიაში სიდიდით მესამე ქალაქია. თვითმხილველების ცნობით, თვითმფრინავი დაცემამდე ჰაერში აფეთქდა. დაზიანდა სასტუმრო, ორი საცხოვრებელი სახლი და ათობით ავტომანქანა.
ინდონეზიის სამხედრო წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ „Hercules C-130“-ის ბორტზე პილოტის ჩათვლით, 12 ადამიანი იმყოფებოდა. თვითმფრინავი, მედანის სამხედრო-საჰაერო ბაზიდან, ნატუნის კუნძულებისკენ მიფრინავდა. აფრენიდან რამდენმე წუთის შემდეგ, პილოტმა, ტექნიკური პრობლემების გამო, ბაზაზე დაბრუნება მოითხოვა.
დაღუპული თვითმფრინავი, 1964 წელს, აშშ -ი იყო გამოშვებული.
უკანასკნელი ათწლეულის მანძილზე, ინდონეზიაში 10 ავიაკატასტროფა მოხდა, როდესაც ჩამოვარდნილმა სამხედრო თვითმფრინავებმა, ასეულობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.