ინდონეზიის ციხეს ნიანგები დაიცავენ!

ინდონეზიის ხელისუფლება ერთ-ერთ კუნძულზე ახალი ციხის აშენებას გეგმავს, რომელსაც ნიანგები დაიცავენ. ციხის პატიმრები ნარკოტიკული ნივთიერებების ვაჭრობაში მსჯავრდებული პირები იქნებიან, – წერს The Digital Journal.

ინდონეზიის საერო ანტინარკოტიკული სააგენტოს ხელმძღვანელმა, ბუდი ვასეზომ განაცხადა, რომ ნიანგები უფრო სანდო მცველები არიან, ვიდრე ადამიანები, ვინაიდან მათი მოსყიდვა შეუძლებელია.

ამის გარდა, წარუმატებელი გაქცევის შემთხვევაში, თუ ნიანგმა რომელიმე ტუსაღი შეჭამა, მაშინ ცხოველს სასტიკი მოპყრობისთვის ბრალს ვერ წაუყენებენ.

ახალი ინიციატივის გეგმა დასამტკიცებლად იუსტიციის სამინისტროს უკვე გადაეგზავნა. ამასობაში კი სააგენტოს მუშაკები ინდონეზიის კუნძულებზე უსასტიკეს ნიაგნებს ეძებენ, რომლების მოშენებასაც ციხის სანაპირო წყლებში გეგმავენ.

მკაცრი კანონების მიუხედავად, ინდონეზიის ციხეებში ნარკოტიკული საშუალებები მაინც ვრცელდება. ქვეყანაში 4,2 მილიონი ადამიანი ანუ მოსახლეობის 2% ნარკოტიკული ნივთიერებების მომხმარებელია.

მსგავსი პოსტები

Back to top button