მოზაიკა
ინდურმა კინოფესტივალმა საქართველო წლის საუკეთესო გადასაღებ ქვეყანად აღიარა
ინდოეთში წელს უკვე მესამედ კინოფესტივალი გაიმართა, რომელიც კინოინდუსტრიის წარმომადგენლების დასაკავშირებლად ერთ-ერთი პლატფორმაა.
ღონისძიებაზე კინო ტურიზმის კატეგორიაში საქართველო წლის საუკეთესო გადასაღებ ქვეყანად აღიარეს, სპეციალური სერთიფიკატი კი იდოეთში საქართველოს ელჩმა ჩაიბარა.
პროგრამა “გადაიღე საქართველოში” უკვე მეორე წელია მიმდინარეობს. ამ ეტაპისთვის განხორციელებულია 9 კინო პროექტი, ქვეყანაში კი ინვესტიციის სახით შემოსულია 15 მილიონამდე ლარი.