მნიშვნელოვანისპორტი

ინგლისი მეოთხედფინალშია. გერმანია სახლში მიდის #ევრო2020

ლონდონის „უემბლის“ სტადიონზე ევროპის ჩემპიონატის მორიგ მერვედფინალურ მატჩში ერთმნეთს კლასიკური მეტოქეები ინგლისი და გერმანია დაუპირისპირდნენ.

პირველი ტაიმი, მრავალი სახიფათო მომენტის მიუხედავად, უგოლოდ დასრულდა.

შეხვედრის მეორე ნახევარში მანუელ ნოიერის კარში 2 გოლი გავიდა. 75-ე წუთზე სტერლინგმა პირველი გოლი გაიტანა. ძირითადი დროის ამოწურვამდე 4 წუთით ადრე ჰარი კეინმა საბოლოო წერტილი დასვა. 2:0 და გარეთ საუთგეიტის გუნდი მეოთხედფინალში გავიდა.

მომდევნო ტურში ინგლისის ნაკრები უკრაინას შეხვდება, რომელმაც თავის მხრივ გუშინ დამატებით დროში შვეციის ნაკრები დაამარცხა.

ამ დროის მონაცემებით, საკონტინენტო პირველობაზე ინგლისი ერთადერთი გუნდია, რომელსაც საკუთარ კარში გოლი არ გაუშვია.

მსგავსი პოსტები

Back to top button