სპორტი

ისტორიაში პირველად: ბათუმის დინამო საქართველოს ჩემპიონია#ფეხბურთი

იმის მიუხედავად, რომ ბათუმის დინამომ საქართველოს ჩემპიონობა ერთი ტურით ადრე იზეიმა, ოფიციალური საზეიმო ცერემონიალი სწორედ ბოლო ტურის მატჩზე გაიმართა

აჭარულმა კლუბმა სეზონის უკანასკნელი შეხვედრა გორის დილასთან 2:2 დაასრულა და 75 ქულით, პირველად ისტორიაში საქართველოს ჩემპიონი გახდა

გია გეგუჩაძის გუნდმა საჩემპიონო ფარი ჩაიბარა და პირადად მთავარი მწვრთნელისთვის გადაცემული მედალი გეგუჩაძემ კლუბის ფან-კლუბს,პირატებს აჩუქა

გეგუჩაძე კლუბის თავკაცის რანგში ჩემპიონობას უკვე მესამედ დაეუფლა. 2011 წელს ზესტაფონი გააჩემპიონა,2016 წელს,- თბილისის დინამო და ახლა უკვე,ზედიზედ ორჯერ მოპოვებული ვიცე-ჩემპიონობის შემდეგ ბათუმურ კლუბს მოუტანა უდიდესი გამარჯვება.

მსგავსი პოსტები

Back to top button