სპორტი

ინგლისის პრემიერლიგამ ტრანსფერებში მილიარდზე მეტი დახარჯა

მსოფლიო ფეხბურთის ასოციაციამ ტრანსფერების სხვადასხვა სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა.

მათ შორის მთავარი სატრანსფერო ბაზრის დანახარჯებია.

ფიფამ 2021 წლის ივნისიდან აგვისტოს ჩათვლით საფეხბურთო სამყაროში ფეხბურთელების როტაცია გამოაცხადა და დასრულების შემდეგ საინტერესო რიცხვები შემოგვთავაზა.

კორონაპანდემიის მიუხედავად. ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატებში დიდი ყიდვა-გაყიდვა გაიმართა და კლუბებმაც საკმაოდ სოლიდური თანხები დახარჯეს.

ლიდერ ათეულში პირველობას არავის უთმობს, ინგლისის პრემიერლიგა, რომელიც ერთადერთი ჩემპიონატია, სადაც მილიარდ დოლარზე მეტი დაიხარჯა.

პირველი ხუთეული ასე გამოიყურება:
1. ინგლისი – მილიარდ 146 600 მილიონი დოლარი
2. იტალია – 473 800 მილიონი დოლარი
3. საფრანგეთი – 428 900 მილიონი დოლარი
4. გერმანია – 337 900 მილიონი დოლარი
5. ესპანეთი – 325 400 მილიონი დოლარი

ათეულის შემდგომი 5 ქვეყანაა: ბელგია, რუსეთი, პორტუგალია, თურქეთი და ნიდერლანდები.

მსგავსი პოსტები

Back to top button