ინგლისურ დაპირისპირებას ტეილორი განსჯის

პრემიერ ლიგის მე-8 ტურის ცენტრალურ მატჩს “ლივერპულსა” და “მანჩესტერ იუნაიტედს” შორის ანტონი ტეილორი განსჯის.
როგორც იცით, “მანჩესტერელთა” და “ლივერპულელთა” დაპირისპირება ოდითგანვე ძალიან საინტერესო და გამორჩეული იყო, თანაც ამ გუნდებს სათავეში ისეთი სპეციალისტები უდგათ, როგორებიც არიან იურგენ კლოპი და ჟოზე მოურინიო.
ახალგაზრდა ენდი ტეილორმა ახალი სეზონის 7 მატჩში მიიღო მონაწილეობა. თუმცა წითელი ბარათი არ გამოუყენებია. საშუალოდ კი მატჩში 3.29 ყვითელ ბარათს უჩვენებს ფეხბურთელებს. მან უკვე განსაჯა “მანჩესტერ იუნაიტედის” მატჩი ახალ სეზონში, როდესაც პორტუგალიელმა სპეციალისტმა ორბურთიანი სხვაობით დაამარცხა “საუთჰემპტონი”.

მსგავსი პოსტები

Back to top button