საქართველოსიახლეები

ინფექცია 4 ექთანს დაუდასტურდა

თბილისის მედიცინის ინსტიტუტში მედპერსონალის ინფიცირების 4 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ინსტიტუტის დირექტორმა გიორგი კაჭახიძემ განაცხადა. მისი განმარტებით, ექიმის გარდა, რომელსაც ინფექცია ადრე ჰქონდა დადასტურებული, ის კიდევ 4 ექთანს დაუდგინდა. კაჭახიძის განცხადებით, სავარაუდოდ, გავრცელების წყარო კლინიკაში არის ერთ-ერთი ექთანი, რომელიც თვითონ იყო ასიმპტომური და ეპიდანამნეზის მიხედვით, მისი დიაგნოზის დადასტურება ტესტირების შემდეგ მოხდა.

არსებული ინფორმაციით, თბილისის მედიცინის ინსტიტუტის 5 ინფიცირებული მედპერსონალი თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობენ. საქართველოში პირველი დაინფიცირებული მედპერსონალი, ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ექთანია. როგორც ცნობილია, იგი დაუმორჩილებელი კოვიდ პაციენტისგან დაავადდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button