მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ფონ დერ ლაიენმა უკრაინას უწოდა „გული რომელიც ევროპული ფასეულობებით ძგერს“

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და კიევში მყოფმა ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. მასზე სტუმარმა უკრაინას უწოდა „გული, რომელიც ევროპული ფასეულობებით ძგერს“.

მისი თქმით, უკრაინა დღეს ყველაზე შესაფერისი ადგილია ევროპული ერთიანობისა და მშვიდობის დღის აღსანიშნავად, ისტორიის გაკვეთილების გადახედვისა და უკეთესი მომავლის გზის დასახვისთვის.

მან გაიხსენა, რომ უკრაინა იბრძვის სწორედ იმ იდეალებისთვის, რომლებიც საფუძვლად დაედო ევროპის დღეს, რომელიც კონტინენტზე 9 მაისს აღინიშნება.

„პუტინმა და მისმა რეჟიმმა გაანადგურეს ეს ღირებულებები [თავიანთ ქვეყანაში] და ახლა ცდილობენ მათ განადგურებას უკრაინაში“, – თქვა ურზულა ფონ დერ ლაიენმა და გაიხსენა, რომ უკრაინის რეგიონების ბევრი რუსი ოკუპანტი ციხეების ბოლოდროინდელი პატიმარია.

მაგრამ, მისი თქმით, აგრესორი უკვე დრამატულად დამარცხდა და უკრაინას შეუძლია ევროპის დახმარების იმედი ჰქონდეს იმდენად, რამდენადაც ეს საჭირო იქნება.

ფორ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროპა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ გაანადგუროს პუტინის სამხედრო მანქანა. ამის ერთ-ერთი მთავარი მექანიზმი, მისი თქმით, არის სანქციები, რომლებიც კიდევ უფრო გამკაცრდება.

ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელს ჰკითხა, როგორია უკრაინის სვლა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. ამისთვის კიევმა უნდა განახორციელოს შვიდი რეფორმა, რომლებიც ევროკავშირმა დააწესა, როგორც ბლოკში ქვეყნის მიღების პირობა.

„შთამბეჭდავია, რომ მიუხედავად სრულმასშტაბიანი ომისა, უკრაინა დაუღალავად და ძალიან ინტენსიურად მუშაობს ამ შვიდი ნაბიჯის განხორციელებაზე. ბევრი რამ უკვე გაკეთდა, მაგრამ მუშაობა გრძელდება“, – განაცხადა ურზულა ფონ დერ ლაიენმა.

ამასთან ევროკომისიის პრეზიდენტმა, კიევში სტუმრობისას რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მე-11 პაკეტი წარადგინა.

როგორც ლაიენი ამბობს, სანქციების ახალი პაკეტი სამ ძირითად ელემენტს მოიცავს. ამის შესახებ მან კიევში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

“ჩვენ ვაგრძელებთ ყველაფრის გაკეთებას, რაც შეგვიძლია, რათა პუტინის ომის მანქანა და მისი შემოსავლები ჩამოვშალოთ. ჩვენ:

ვაძლიერებთ უკვე არსებულ სანქციებს – სატრანზიტო აკრძალვას მეტ პროდუქტს ვამატებთ.

ახალ ინსტრუმენტებს ვთავაზობთ, რათა თავიდან ავირიდოთ სანქციებისგან გვერდის ავლა.

ვთავაზობთ, აიკრძალოს რუსეთიდან და მესამე ქვეყნებიდან “ჩრდილოვანი სუბიექტები”, რომლებიც მიზანმიმართულად არღვევენ ჩვენს სანქციებს”, – თქვა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ევროკავშირი მზადაა უკრაინას ერთი მილიონი საარტილერიო ჭურვი მიაწოდოს. ვოლოდიმირ ზელენსკიმ, მადლობა გადაუხადა ევროკომისიის პრეზიდენტს, რომელიც დღეს კიევში იმყოფება.

“უკრაინა ყოველდღიურად ახდენს თავდაცვის ეფექტურობის დემონსტრირებას რუსული აგრესიის წინააღმდეგ. ტერორისტების ყოველი ჩამოგდებული რაკეტა, ჩვენი მებრძოლების წარმატებაა რუსული შტურმების არიდების საქმეში. ამ კონტექსტში, დღეს ურსულას მადლობა გადავუხადე ევროკავშირის მზადყოფნისთვის, უკრაინას მიაწოდოს უკიდურესად საჭირო საბრძოლო მასალა, ერთი მილიონი ჭურვი არტილერიისთვის”. – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ურსულა ფონ დერ ლაიენთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ, სხვა საკითხებთან ერთად, ურსულა ფონ დერ ლეიენთან ამ საბრძოლო მასალის შესყიდვისა და მიწოდების სიჩქარეც განიხილა, რადგან ისინი საჭიროა ფრონტის ხაზზე.

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინის დედაქალაქ კიევში 9 მაისს, ევროპის დღეს ჩავიდა.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ორშაბათს ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც ამიერიდან, ყოველი წლის 9 მაისს, უკრაინა ევროპის დღეს აღნიშნავს. აქამდე ევროპის დღე უკრაინაში მაისის მესამე შაბათს აღინიშნებოდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button