მნიშვნელოვანისიახლეები

ინფიცირების 578 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 24 540 კვლევა ტესტით, მათ შორის 22 012 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 528 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 578 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 650 008-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 389 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 629 032-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 761 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 578 ახალი შემთხვევიდან:

📌თბილისში გამოვლენილია 219 შემთხვევა

📌აჭარა – 12

📌იმერეთი – 80

📌ქვემო ქართლი – 39

📌შიდა ქართლი – 28

📌გურია – 31

📌სამეგრელო – ზემო სვანეთი – 54

📌კახეთი – 53

📌მცხეთა-მთიანეთი -23

📌სამცხე-ჯავახეთი – 17

📌რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 22.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.

მსგავსი პოსტები

Back to top button