მნიშვნელოვანირეგიონი

LIVE: ინფიცირებულების ნაწილი, ბათუმიდან ფოთში გადაიყვანეს

ფოთის რეფერალური საავადმყოფო კოვიდ მიმღებ კლინიკად გადაკეთდა.

საავადმყოფოს დირექტორის თეა მიგინეიშვილის თქმით, მათ კოვიდდადასტურებული პაციენტები უკვე მიიღეს.

ამავე კლინიკაში გადაიყვანეს ზუგდიდში დღეს დადასტურებული შემთხვევა. იგი 72 წლის ქალია და ივერიის ღვთისმშობლის მშენებარე ტაძრის მესანთლეა.

ფოთში, კოვიდ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტთა რაოდენობა ამ დროისთვის 35-მდე გაიზარდა.

კლინიკის დირექტორის შეფასებით, პაციენტების მდგომარეობა მსუბუქი და საშუალო სიმძიმისაა.

“სხვადასხვა ლოკაციიდან 35 პაციენტია შემოყვანილი, მათი უმრავლესობა ბათუმიდანაა. პაციენტების მდგომარეუბა უმეტესად მსუბუქი და საშუალო სიმძიმისაა. კიდევ ველოდებით ნაკადს, დარჩენილი გვაქვს 5 ადგილი“, – განაცხადა თეა მიგინეიშვილმა.

Covid-19-თან დაკავშირებული ვითარების გამო, კოვიდ პაციენტების სამართავად “ფოთის ჰოსპიტალმა” 40-მდე მედპერსონალის თანამშრომელი და 40 საწოლი გამოყო.

მოუსმინეთ სამეგრელოდან ჩვენ კორესპონდენტის თეა შონიას ჩართვას ახალ ამბებში

 

22 სექტემბრის მონაცემებით, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 3913-ა,
გამოჯანმრთელებული – 1574, გარდაცვლილი – 23, კარანტინის რეჟიმში – 5255, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, ხოლო უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41.

მსგავსი პოსტები

Back to top button