რეგიონისაქართველოსიახლეები
ინფიცირებული დედა-შვილი ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში
ექიმ თემურ ნადირაძის ინფორმაციით, ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ბათუმიდან კორონავირუსით ინფიცირებულ დედა-შვილს ელოდებიან. ბავშვი 5 წლისაა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და მათ საზღვარგარეთ მოგზაურობის ისტორია აქვთ.
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით ამ დროისთვის 11 პაციენტია მოთავსებული. მათ შორის არის შუახნის ქალი თერჯოლიდან, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა. 55 წლის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. ინფიცირების წყარო უცნობია.