მნიშვნელოვანისიახლეები

,,ინტელექტით რომ აიღოთ, მარტო ჩვენი ეკონომიკური გუნდი მთელ ოპოზიციას ერთად გადააჭარბებს,,-კობახიზე ოცნების გუნდზე

2012 წლიდან დღემდე საქართველოში შეიქმნა 700 ახალი საწარმო და 800 გაფართოვდა და გადაიარაღდა

ირაკლი კობახიძემ “ქართული ოცნების” პროგრამა წარადგინა. აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას არ ესწრებოდნენ ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი და ყოფილი პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი. პარტიულ ღონისძიებაზე “ოცნების” ლიდერებმა ისაუბრეს ყველაფერზე, ანტიდასავლური პოლიტიკის ცვლილების გარდა.

პარალელურად, ევროპელი პოლიტიკოსები ხვალ გეგმავენ განიხილონ დოკუმენტი, სადაც პირდაპირ წერია, რომ საქართველოს ხელისუფლების კურსი ქვეყნის ევროინტეგრაციას ფაქტობრივად აჩერებს. ევროპულ საბჭოში მზად არის ოფიციალური განცხადება, რომელშიც უმკაცრესად არის გაკრიტიკებული “ქართული ოცნება” და მისი პოლიტიკა. სამუშაო განხილვის შემდეგ ეს განცხადება ევროკავშირის უმაღლეს ორგანოს და ქვეყნების მეთაურებს გადაეცემა, რომლებიც ათ დღეში საგანგებო სამიტზე შეიკრიბებიან.

ამ გზავნილით ევროკავშირი კიდევ ერთხელ და საგანგებოდ აფრთხილებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ გაერთიანების კარი დაიხურება, თუ პოლიტიკა არ შეიცვალა. მთავარი, რასაც დასავლელი პარტნიორები მოითხოვენ სამართლიანი არჩევნები და რეფორმების გატარებაა.

მხოლოდ პოლიტიკა, მხოლოდ თავისუფლება არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ეკონომიკა განვითარდეს, არც მხოლოდ მშვიდობა არ არის ამისათვის საკმარისი, ჩვენ გვყავს ძალიან ძლიერი გუნდი და ეს არის მთავარი გარანტი იმისა, რომ მუდმივ რეჟიმში გრძელდება ზრუნვა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ეკონომიკური ზრდის ძირითად ფაქტორიაა ეფექტიანი ეკონომიკური პოლიტიკა, ეფექტიანი კანონმდებლობა, რომელიც ხელს უწყობს ბიზნესის განვითარებას და მხარს უჭერს ბიზნესს.

„კიდევ ერთი ფაქტორი ეს არის ბიზნესის თავისუფლება – თქვენ გახსოვთ, რა ვითარება იყო ჩვენს ქვეყანაში ბიზნესის კუთხით 2012 წლამდე – ბიზნესის რეკეტი, ტერორი, იყო ერთ-ერთი მთავარი შტრიხი წინა ხელისუფლების ხელწერაში და ეს ვითარება რადიკალურად შეიცვალა. დღეს ბიზნესი არის სრულად თავისუფალი, რაც რა თქმა უნდა, აისახება ეკონომიკის ზრდაზე. მშვიდობა და სტაბილურობა ეს არის კიდევ ერთი ფაქტორი. ის ფაქტი, რომ ჩვენ მოვახერხეთ მშვიდობის შენარჩუნება არის რა თქმა უნდა, წამყვანი ფაქტორი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფისათვის.

რაც შეეხება პოლიტიკურ სტაბილურობას, თქვენ გახსოვთ, რომ გვქონდა გარკვეული სირთულეები, თუმცა ამ სირთულეების ფონზეც კი ჩვენ მოვახერხეთ სერიოზულად ეკონომიკის გაძლიერება და მომდევნო წლების განმავლობაში, მას შემდეგ, რაც კიდევ უფრო მეტად დავასტაბილურებთ პოლიტიკურ ვითარებას ჩვენ ქვეყანაში, კიდევ უფრო მეტად და სწრაფად გავზრდით ჩვენს ეკონომიკას.

ეფექტიანი მენეჯმენტი კიდევ ერთი ფაქტორი – რა თქმა უნდა, მხოლოდ პოლიტიკა, მხოლოდ თავისუფლება არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ეკონომიკა განვითარდეს, არც მხოლოდ მშვიდობა არ არის ამისათვის საკმარისი. ჩვენ გვყავს ძალიან ძლიერი გუნდი, ჩვენს მმართველ გუნდს მის ეკონომიკურ გუნდს ვგულისხმობ, პირველი ვიცე-პრემიერის ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით. ეს გუნდი არის მთავარი გარანტი იმისა, რომ მუდმივ რეჟიმში გრძელდება ზრუნვა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე და მომავალშიც გააგრძელებს აქტიურად მუშაობას იმისათვის, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ სწრაფი ეკონომიკური წინსვლა. მარტივად შემიძლია გითხრათ, ინტელექტით რომ აიღოთ, მარტო ჩვენი ეკონომიკური გუნდი მთელ ოპოზიციას ერთად გადააჭარბებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

2012 წლიდან დღემდე საქართველოში შეიქმნა 700 ახალი საწარმო და 800 გაფართოვდა და გადაიარაღდა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას განაცხადა.

მისივე თქმით, მთავრობა ახორციელებს პროგრამებს ბიზნესის მხარდაჭერის ხელშეწყობისათვის და სამომავლოდ, დაგეგმილია აღნიშნული პროგრამების გაფართოება, რაც დამატებით ქვეყანაში 70 000 ახალ სამუშაო ადგილს შექმნის.

„გარდა იმისა, რომ შექმნილი გვაქვს სათანადო გარემო, პოლიტიკური და საკანონმდებლო ჩარჩო ბიზნესის განვითარებისთვის, მთავრობა ახორციელებს პროგრამებს ბიზნესის მხარდაჭერისათვის. არის ყბადაღებული თემა, ოპოზიციას უყვარს ხოლმე საუბარი – სად არის 2012 წელს დაპირებული 100 საწარმოო. მხოლოდ ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამების, მათ შორის, „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, 2012 წლიდან დღემდე საქართველოში შეიქმნა 700 ახალი საწარმო და 800 გაფართოვდა და გადაიარაღდა. ეს არის ძალიან დიდი მიღწევა, რომელიც ამ პროგრამამ მოიტანა. სამომავლოდ, დაგეგმილია ამ პროგრამების გაფართოება, საერთო ბიუჯეტით შემდეგი 4 წლისთვის – 1.5 მლრდ ლარი.

ამ პროგრამით ისარგებლებს 11 000-მდე მეწარმე, გეგმის მიხედვით, გაჩნდება 5 000 ახალი მეწარმე სუბიექტი და მხოლოდ ამ პროგრამების საფუძველზე ქვეყანას დაემატება 70 000 ახალი სამუშაო ადგილი“, – განაცხადა პრემიერმა კობახიძემ.

მსგავსი პოსტები

Back to top button