სლოვენიაში ლუდის შადრევანი ამუშავდა [Video]

სლოვენიის პატარა ქალაქ ჟალეცში ევროპაში პირველი ლუდის შადრევანი გაიხსნა, – იუწყება AFP.

ქაფიანი სასმელის დაგემოვნება ნებისმიერ მსურველს შეეძლება, ოღონდ იგი ფასიანი იქნება. ლუდის მოყვარულები 6 ევროდ სპეციალურ კათხას მიიღებენ, რომლის გავსება მხოლოდ ხუთჯერაა შესაძლებელი. თითოეული კათხა საგანგებო ჩიპითაა აღჭურვილი, რომელიც ჩამოსხმული სასმელის რაოდენობას ზომავს.
ჟალეცის მერი, იანკო კოსი იმედს გამოთქვამს, რომ ადგილობრივი ღირსშესანიშნაობა ტურისტების დიდ ნაკადს მიიზიდავს.
„ჩვენი მიზანი ხალხის დათრობა არაა, უბრალოდ ლუდის მოხმარების კულტურის წინ წაწევა გვსურს“, – განაცხადა მერმა.
მან აგრეთვე დასძინა, რომ ადამიანებმა ლუდის შადრევნისადმი გასაოცარი ინტერესი გამოიჩინეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button