ინტერნეტ თავისუფლება საქართველოში – Freedom House–ს ანგარიში

ორგანიზაციამ Freedom House მსოფლიოში ინტერნეტის სივრცის თავისუფლების შესახებ 2016 წლის ანგარიში გამოაქვეყნა.

ანგარიშში, რომელიც ინფორმაციას 65 ქვეყნის შესახებ მოიცავს, საქართველოს ინტერნეტის სივრცის თავისუფლების მხრივ ევრაზიის რეგიონში საუკეთესო მდგომარეობა აქვს და ისევე როგორც შეერთებული შტატები, კანადა და ევროკავშირის სახელმწიფოები, რუკაზე საქართველოც მწვანე ფერით არის აღნიშნული.

ანგარიშის მიხედვით, ზეწოლისგან თავისუფალია ინტერნეტსივრცე სომხეთშიც, ნახევრად თავისუფალია უკრაინაში. რუსეთსა და თურქეთში კი რთული მდგომარეობაა. ანგარიშში გაკრიტიკებულია რუსეთის ახალი ანტიტერორისტული კანონი, რომელიც თავისუფლებას ზღუდავს.

ასევე ნათქვამია, რომ 2015 წლიდან დღემდე, სოციალურ ქსელებში აქტივობისთვის ადამიანები 38 ქვეყანაში დააპატიმრეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button