მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ყვარლის ტყეში ხანძარს ებრძვიან

მეორე დღეა, ყვარლის ტყეში ხანძარს ებრძვიან. ხანძარსაწინააღმდეგო მოქმედებებში ცოტა ხნის წინ, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო.

ვერტმფრენის გარდა, ადგილზე, უწყვეტ რეჟიმში, მეხანძრე- მაშველები და სხვა ცოცხალი ძალა მუშაობს.
პროცესში ჩართულ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, ხანძრის ქრობის სამუშაოებში, ქარი და რთული რელიეფი უშლის ხელს.

ცეცხლი, ყვარელში, ჩაგურგურას ხეობაში, გუშინ, დილით გაჩნდა. წინასწარი ინფორმაციით, ყვარელში დაახლოებით, 5 ჰექტარი ტყე იწვის.

მსგავსი პოსტები

Back to top button