ინტერნეტში კიდევ ერთი ჩანაწერი გავრცელდა

ინტერნეტში კიდევ ერთი ჩანაწერი გავრცელდა. ამჯერად საუბარი სავარაუდოდ საქალაქო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, მამუკა ახვლედიანსა და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას შორის მიმდინარეობს.

აუდიოჩანაწერის მიხედვით, აღნიშნული პირები საქალაქო სასამართლოში შექმნილ ვითარებაზე საუბრობენ, რის კონტექსტშიც მამუკა ახვლედიანი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძეს „სავარჯიშო ბალიშად“ მოიხსენიებს, სისტემაში საქმეების რაოდენობის კუთხით შექმნილ ვითარებას კი „კატასტროფას“ უწოდებს.

აღნიშნულ ჩანაწერს ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში უკვე გამოეხმაურა. როგორც გვარამიამ აღნიშნა, მთავარია რამე დადონ, სადაც მისი ხმა ისმის და შინაარსს აღარც უსმენენ.

„ნელ-ნელა გამოიკვეთა კონტურები, საითკენაც მიყავთ ეს ყველაფერი. ვიხსენე, ვიხსენე და გავიხსენე – არ არის სატელეფონო საუბარი. მთავარია დადონ რამე, სადაც ჩემი ხმა ისმის და უკვე შინაარს აღარც უსმენენ. ამას ქვია ფარული ჩანაწერებით თვითდაზიანება. მე რომ პირადი ცხოვრება აღარ მაქვს ამ ქვეყანაში, ეგ უკვე არ არის ახალი,“ – წერს ნიკა გვარამია.

დაახლოებით 2 კვირის წინ ასევე სოციალური ქსელით გავრცელდა სავარაუდოდ ნიკა გვარამიასა და პაატა ბურჭულაძის ფარული სატელეფონო ჩანაწერი.

მსგავსი პოსტები

Back to top button