ინტერპოლმა დავით კეზერაშვილის ძებნა შეწყვიტა
თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი ინტერპოლის ძებნილთა სიიდან ამოიღეს.
ამის შესახებ ინფორმაცია კეზერაშვილის უფლებების დამცველმა საქართველოში, ადვოკატმა შოთა მინდელმა დაუდასტურა.
როგორც ადვოკატმა აღნიშნა, დამატებით კომენტარს მოგვიანებით გააკეთებს.
დავით კეზერაშვილი საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზეა ბარლდბეული, აქედან გამომდინარე მისი ძებნის მოთხოვნა ინტერპოლს მთავარმა პროკურატურამ გადაუგზავნა. დავით კეზერაშვილი ინტერპოლის ოფიცილურ ვებგვერდზე აღარ იძებნება.
საქართველოს პროკურატურას ჯერჯერობით კეზერაშვილის ძებნილთა სიიდან ამოღების შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია.