ინტერპოლმა ერეკლე კოდუა ძებნილთა სიიდან ამოიღო

ინტერპოლმა სოდ-ის ყოფილი ხელმძღვანელი, ერეკლე კოდუა ძებნილთა სიიდან ამოიღო.

ერეკლე კოდუას პროკურატურამ ბრალი 2014 წლის მარტში სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, თაღლითობის ჩადენის ბრალდებით წარუდგინა. რაც სასჯელის სახით ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

2014 წლის აპრილში კი ინტერპოლის წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა. ინტერპოლის გდაწყევტილებით კი ერეკლე კოდუაზე ძებნა შეწყდა და ის ძებნილთა სიიდან ამოღებებულია.

აღსანიშნავია, რომ ინტერპოლმა საქართველოს ხელისუფლების რამდენიმე ყოფილი მაღალჩინოსანი, რომლებიც საქართველოს მოქმედი ხელისუფლების მოთხოვნით იძებნებოდნენ, ძებნილთა სიიდან ამოიღო, მათ შორის არის ისუტიციის ყოფილი მინისტრი, ზურაბ ადეიშვილი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით კეზერაშვილი.

მსგავსი პოსტები

Back to top button