ინციდენტი მარნეულის ერთერთ უბანზე

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, სამირა ისმაილოვა ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს საარჩევნო უბნიდან მის გაძევებაში ადანაშაულებს.

“ამტკიცებდა, რომ კოდექსში წერია, რომ საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები მაინცდამაინც ჟურნალს თავზე უნდა ედგნენ და აკონტროლებდნენ. მე ჟურნალთან ახლოს ვიყავი, ეს ნამდვილად არ იყო პრობლემა, მაგრამ მაშინვე დაიწყო მან ყვირილი, რომ კომისიამ დააყენოს საკითხი და გამაძევონ. მაგრამ კომისიის მხრიდან არ ყოფილა ასეთი განწყობა”- აცხადებს ამირა ისმაილოვა.

მისი თქმით, მომხდარის გამო საჩივარი არავის დაუწერია. ადგილზე საოლქო კომისიის თავმჯდომარეც გამოცხადდა.
მარნეულის სხვა უბნებზე დილიდან ხმის მიცემის პროცედურა მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button