მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები
ინციდენტი სამოქალაქო აქტივისტების აქციაზე

ზუგდიდში,სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოხდა.
აქციის ერთი მონაწილე შეუძლოდ გახდა. სასწრაფო დამხარების ბრიგადამ მას ადგილზე აღმოუჩინა დახმარება.
აქციის მონაწილეები იხოვდნენ სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელ მალხაზ თორიასთან შეხვედრას და ასევე პლაკატის გაკვრას ადმინისტრაციის შენობაზე. მათ ამის საშუალება სამართალდამცავებმა არ მისცეს.
ამ დროისთვის ადგილზე სიტუაცია განიმუხტა. აქციის მონაწილეები რჩებიან ადმინისტრაცის შენობასთან.
ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით ზუგდიდში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობასთან “სამოქალაქო მოძრაობის” აქტივისტები აქციას მართავენ.