მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

იორმუღანლოში ადგილობრივი ფულის გამოძალვის მცდელობაზე ჩივის

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში მცხოვრები, სახამატ ჰუსეინოვი ჯერჯერობით დაუდგენელ პირებს, მისთვის ფულის გამოძალვის მცდელობაში ადანაშაულებს.

ჰუსეინოვის ინფორმაციით, მისი და მისი ძმის მფლობელობაში არსებულ ბენზინგასამართ სადგურზე, მისთვის უცნობი პირი მივიდა და ფულს სთხოვდა.

” არ ვიცნობ, ვინ არის, მხოლოდ ის ვიცი, რომ თემური ჰქვია. გუშინ საღამოს მოვიდა ჩემს ობიექტზე და ფულს მთხოვდა, თანხა არ დაუკონკრეტებია. ფიზიკური შეხლა – შემოხლაც მოგვიხდა და ჩემს ძმას ხელი აქვს მოტეხილი. ჯერ ეს ბიჭი მოვიდა და მერე მოჰყვნენ მანქანით სხვები, არ ვიცნობ, ვინ არიან. აქამდე არცერთი არ მინახავს. ახლა გავიგე, რომ ვინც ჩვენთან პირველი მოვიდა, ძმა პოლიციელი ჰყავს. თუმცა, ვინ არის და რა თანამდებობა უკავია, არ ვიცი”- ამბობს სახამატ ჰუსეინოვი.

მამაკაცი ამჟამად საგარეჯოს პოლიციის განყოფილებაში, გამოკითხვაზე იმყოფება.

მსგავსი პოსტები

Back to top button