iPhone 7 მდუღარე წყალსა და გაყინულ Coca-Cola-ში გამოცადეს [Photo/video]

ბლოგერ TechRax-მა iPhone 7-ს სასტიკი გამოცდა მოუწყო. მან „ვაშლის“ სმარტფონი მდუღარე წყალსა და გაყინულ Coca-Cola-ში მოათავსა.

ექსტრემალური პირობების მიუხედავად iPhone 7 გადარჩა. გიჟური კრაშ-ტესტის ვიდეო YouTube არხზე გამოქვეყნდა.
პირველ რგოლში ბლოგერმა iPhone 7 7 წუთი ადუღა. ექსპერიმენტის შემდეგ აპარატი არ ჩაირთო, თუმცა 10 წუთის შემდეგ იგი კვლავ ამუშავდა.
მეორე რგოლში ბლოგერმა Apple-ის სმარტფონი მინის ჯამში მოათავსა, Coca-Cola დაასხა და 17 საათით საყინულეში შედგა. ტესტის შედეგი ისევ დადებითი აღმოჩნდა. მართალია, აპარატის ხმის ხარისხი საგრძნობლად დაეცა, მაგრამ მან მუშაობა მაინც გაარძელა.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”42161″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button