მნიშვნელოვანისიახლეებისპორტი

იქ, სადაც ქართველი ხალხის გამარჯვებები და წარმატებებია, იმ სცენაზე რუსი მოღალატეების ადგილი არ არის-ოპოზიცია

იქ, სადაც ქართველი ხალხის გამარჯვებები და წარმატებებია, იმ სცენაზე რუსი მოღალატეების ადგილი არ არის. გუშინდელი დღე იყო ამის ნათელი დადასტურება და ზუსტად ისე უნდა გავაქციოთ ისინი 26 ოქტომბერს, როგორც გუშინ გააქცია ქართველმა ხალხმა კობახიძე,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ნადირაძემ განაცხადა, როდესაც ისაუბრა ფეხბურთის ნაკრებისთვის მიძღვნილ ღონისძიებაზე პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლისას მისი მიმართით შეძახილებზე.
მისი თქმით, ფაქტია, რომ ირაკლი კობახიძეს უფრო მეტი ჰქონდა სათქმელი.
„გუშინდელი დღე იყო კიდევ ერთი ნათელი დადასტურება იმისა, რომ ქართველ ხალხს არ დავიწყებია ის ღალატის აქტი, რომელიც რუსი ოლიგარქის „ქართულმა ოცნებამ“ ჩაიდინა რუსული კანონის მიღებით. იქ სადაც ქართველი ხალხის გამარჯვებები და წარმატებებია, იმ სცენაზე რუსი მოღალატეების და „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნების ადგილი არ არის. ფაქტია, რომ ირაკლი კობახიძეს უნდა ჰქონოდა გრძელი სიტყვა, მაგრამ ნახა, რა ხალხის რეაქციები და თავქუდმოგლეჯილი, აკანკალებული და შეშინებული გაიქცა, ზუსტად ასე გაიქცევიან 26 ოქტომბერსაც, როდესაც ამ მოღალატეებს გავისტუმრებთ ხელისუფლებიდან“, – განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

როდესაც შენს მოქალაქეებზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობ, შემდეგ ეს რეაქცია აღარ უნდა გაგიკვირდეს, – ასე გამოეხმაურა „გახარია საქართველოსთვის” წევრი, მიხეილ დაუშვილი, გუშინდელ შემთხვევას, როდესაც პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ღონისძიებაზე „საქართველოს მადლობა საფეხბურთო ნაკრებს“ გამოსვლას შეკრებილი ზოგიერთი გულშემატკივრის მხრიდან უკმაყოფილო შეძახილები მოჰყვა.
მისი თქმით, ეს „ქართული ოცნების“ ქცევის შედეგია.
„როდესაც შენს მოქალაქეებზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობ, შემდეგ ეს რეაქცია აღარ უნდა გაგიკვირდეს. ეს მოხდა გუშინ. ეს არის იმის შედეგი, როგორც იქცეოდა, განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე თვე, იქცეოდა „ოცნება“. კობახიძეზე რა გითხრათ – რაც არის, ეგ არის.
ჩვენს მოქალაქეებს ძალიან კარგი ხედვა აქვთ, ვინ არის კატეგორიულად მიუღებელი და ვინ მისაღები ფიგურა.
საერთოდ, არანაირი ძალადობა უკვალოდ და უშედეგოდ არ ქრება. ეს არის იმ აგრესიისა და ძალადობის კონკრეტული შედეგი, რომელიც „ოცნებამ“ ჩვენი მოქალაქეების მიმართ განახორციელა. გუშინ ამის შედეგი დავინახეთ.
ცალსახად მინდა გითხრათ, რომ ეს ძალიან სამწუხაროა. “ოცნება” რა დონემდე დაეშვა, რომ ეს ვნახეთ გუშინ და როგორი მიუღებელი გახდა ხალხისთვის”, – განაცხადა დაუშვილმა.

ხალხი ზოგჯერ მართალია და ზოგჯერ ცდება – მაგალითად, მართალია, როდესაც კობახიძის მიმართ გარკვეულ პროტესტს გამოხატავენ, მაგრამ ცდება, როცა აღფრთოვანებას ქალბატონი სალომეს მიმართ გამოხატავენ, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
აღნიშნულით იგი გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ღონისძიებაზე „საქართველოს მადლობა საფეხბურთო ნაკრებს“
გამოსვლას შეკრებილი ზოგიერთი გულშემატკივრის მხრიდან უკმაყოფილო შეძახილები მოჰყვა.
ხვიჩიას თქმით, სალომე ზურაბიშვილს რეალური საფუძველი არავისთვის არ მიუცია, რომ ის „ქართული ოცნების” და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ იბრძვის.
„ხალხი ზოგჯერ მართალია და ზოგჯერ ცდება. მაგალითად, მართალია, როდესაც კობახიძის მიმართ გარკვეულ პროტესტს გამოხატავენ, მაგრამ ცდება, როცა აღფრთოვანებას ქალბატონი სალომეს მიმართ გამოხატავენ. იმიტომ რომ სალომე ზურაბიშვილს რეალური საფუძველი არავისთვის არ მიუცია, რომ ის „ქართული ოცნების” და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ იბრძვის. ცხადია, რომ ზეიმის დროს ჩვენ ადამიანებს კრიტიკულ ანალიზს ვერ მოვთხოვთ, ყველანაირად ემოციური ამბავია, მაგრამ სიმართლის უგულებელყოფა არ შეიძლება. შეუძლებელია, სალომე ზურაბიშვილი განვიხილოთ, როგორც ხმალამოღებული ოპოზიციონერი და ხალხის გვერდში მდგომი. თუ ეს უნდა ქალბატონ სალომეს, მას ბევრი ინსტრუმენტები გააჩნია. მაგალითად, შეუძლებელია მას არ ესმოდეს, რომ „ქართული ოცნების” ხელისუფლება მისი სასამართლოს მეშვეობით ბევრ ადამიანს ციხეში უკანონოდ ამყოფებს. ის არაფერს არ აკეთებს ამ ხალხის ციხიდან გამოსახსნელად. ამიტომ, ჩემთვის გასაგებია ფეხბურთელების ზეიმზე რომ პოლიტიკოსს უსტვენენ, მაგრამ გაუგებარია როგორ ასხვავებენ ზოგ პოლიტიკოსს დაუსტვინონ და ზოგს არა, მაშინ როცა არც იმ მეორე პოლიტიკოსს არ გაუკეთებია იმის მეათედი, რაც ხალხისთვის შეუძლია”, – აღნიშნა ხვიჩიამ.

https://heretifm.com/phekhburthelebthan-shekhvedris-ghonisdziebaze-stsenaze-asul-kobakhidzes-shedzakhilebith-dakhvdnen/პარტია „სტრატეგია

აღმაშენებლის“ გენერალური მდივნის, პაატა მანჯგალაძის განაცხადებით, „ქართული ოცნება“ ცდილობს, რომ საქართველოს, ხალხის, გუნდის წარმატება თვითონ მიიწეროს.
მისივე შეფასებით, გამარჯვება ხალხს ეკუთვნის და არა რომელიმე პარტიას.
„ბიჭებმა ძალიან ბევრი იშრომეს, იბრძოლეს და 16 საუკეთესო გუნდს შორის ევროპაში მოხვდნენ. ეს არის ძალიან დიდი მიღწევა და მადლობა ბიჭებს ამისთვის. „ქართული ოცნება“ ცდილობს, რომ საქართველოს, ხალხის, გუნდის წარმატება თვითონ მიიწეროს. „ქართულ ოცნებას“ უნდა, რომ ბიჭების გამარჯვებაზე ექსკლუზივი ჰქონდეს, რაც არ გამოდის. ნახეს, პირველ ჯერზე კობახიძეს „დაუსტვინეს“, იგივე განმეორდა – ჭკუა ვერ ისწავლა. მე ხალხის რეაქციაც მესმის, იმიტომ, რომ გამარჯვება ხალხს ეკუთვნის და არა რომელიმე პარტიას. კარგია, თუ 50 000 კაცში 48 000 ოპოზიციონერი იყო და უსტვენდა. ეს ძალიან კარგია, ე.ი. „ქართული ოცნება“ დასრულებულა“, – განაცხადა მანჯგალაძემ.
გარდა ამისა, მანჯგალაძე გენერალური პროკურორის შერჩევის პროცესს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ნებისმიერი პროცესი „ქართული ოცნების“ პირობებში არის ფორმალობა.
„სინამდვილეში, გადაწყვეტილებებს ბიძინა ივანიშვილი იღებს, დანარჩენი უბრალოდ, მარიონეტის როლს ასრულებს. ბიძინა ივანიშვილი აწევს ხელს, მარიონეტიც ხელს აწევს, ბიძინა ივანიშვილი დაწევს ხელს, მარიონეტიც ხელს დაწევს. ეს არის ფარსი პროცესი. მგონია, რომ ამას დიდი მნიშვნელობა არ უნდა მივანიჭოთ, ახლა უნდა ვკონცენტრირდეთ არჩევნებზე, რომ რეჟიმი, რომელიც საქართველოს ევროპის გზაზე ეღობება, რაც შეიძლება მალე შევცვალოთ“, – აღნიშნა მანჯგალაძემ.

ეს ყველაფერი დაორგანიზებული იყო – არსებობს „ჰეითერების“ ჯგუფი, რომელთა მიზანიც ნებისმიერი სახალხო ზეიმის და ქვეყნის წარმატების ნეგატივად ქცევაა, – ასე უპასუხა “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა იმ ნეგატიურ შეძახილებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას, რომელიც თავისუფლების მოედანზე, ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებისთვის გამართულ ღონისძიებაზე პრემიერ ირაკლი კობახიძის გამოჩენას მოჰყვა.
ქადაგიშვილმა მომხდარს “პროვოკაცია“ უწოდა.
დეპუტატის შეფასებით, “ამ სურათმა ნათელყო, რომ საზოგადოებას არავინ ანგარიშს არ უწევს“.
“არის სიძულვილის მთესველთა, “ჰეითერების“ ჯგუფი, რომელთა მიზანია ნებისმიერი სახალხო ზეიმი ან ქვეყნის წარმატება ნეგატივად აქციოს. ეს ადამიანები, რომელთაც აჟიოტაჟი ატეხეს, ორგანიზებულად, ერთ პატარა ჯგუფად იდგნენ, თუმცა საზოგადოება ამას არ აჰყვა.
ჩვენ დავინახეთ, რომ ამ ნაწილმა ზეიმზე დაპირისპირების სხვა მიმართულებით მოწყობაც სცადა, როდესაც ღონისძიების წამყვანთან და ერთ-ერთ ფეხბურთელთან დაკავშირებით უდიდესი ზიზღის კამპანია ააგორეს.
არის საზოგადოების ეს ნაწილი, რომელთა ნომერ პირველი ამოცანა არის რევანში. მათ საერთო ეროვნული ამოცანები არ გააჩნიათ. ქვეყნის ნებისმიერი წარმატება რამენაირად რაიმე ნეგატივში უნდა გადათარგმნონ და ჰყავთ გარემოცვა, რომელთა მეშვეობით ამ ნეგატივის წარმოჩენას მოახერხებენ.
ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რეალურად ვის რა ამოძრავებს ამ ქვეყანაში და ვის რა მიზანი აქვს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

არაფერი საერთო კობახიძეს ნაკრების გამარჯვებასთან არ აქვს, ამიტომ, ჩვენი ბიჭების, ჩვენი ნაკრების წევრების გამარჯვების მიტაცება არავის გამოუვა, მით უმეტეს „ქართულ ოცნებას“. გუშინ კობახიძე იყო არაადეკვატური და მან მიიღო ადეკვატური პასუხი იქ მყოფი საზოგადოებისგან, – ასე გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე თავისუფლების მოედანზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების დახვედრის მიზნით გამართულ ღონისძიებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლას.
მან ასევე შეაფასა მმართველი პარტიის წევრთა ნაწილის განცხადებები, რომლის თანახმადაც, ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლისას საზოგადოების ნაწილის რეაქცია ოპოზიციის მიერ იყო ორგანიზებული და აღნიშნა, რომ ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი ოპოზიციურად არის განწყობილი.
„რაც შეეხება კობახიძის გამოსვლას და რეაქციას ხალხის მხრიდან, ეს იყო ზუსტად ადეკვატური რეაქცია. ეს იყო, ფაქტობრივად, თბილისელების რეაქცია კობახიძეზე და „ქართულ ოცნებაზე“. არაფერი საერთო კობახიძეს ნაკრების გამარჯვებასთან არ აქვს, ამიტომ, ჩვენი ბიჭების, ჩვენი ნაკრების წევრების გამარჯვების მიტაცება არავის გამოუვა, მით უმეტეს „ქართულ ოცნებას“. გუშინ კობახიძე იყო არაადეკვატური და მან მიიღო ადეკვატური პასუხი იქ მყოფი საზოგადოებისგან.
„ქართული ოცნების“ ლოგიკას რომ მივყვეთ, თუ ყველგან ოპოზიციაა, თუ ყველგან ოპოზიცია დგას, თუ ყველგან ოპოზიცია დომინირებს, ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ „ქართული ოცნების“ საქმე წასულია საქართველოშიც და თბილისშიც. თვითონვე ამბობენ, რომ ოპოზიციურად არის განწყობილი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, რასაც ვეთანხმები, ნამდვილად კი, ოპოზიციურად არის განწყობილი საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი და ასევე, ვეთანხმები, რომ დიახაც, ნეგატიური განწყობა ექნება კობახიძეზეც და „რუსული კანონის“ სხვა ავტორებზეც, საქართველოს მოქალაქეებს”, – განაცხადა ჩიხლაძემ.
მან პრეზიდენტის მიერ ღირსების ორდენით ლევან კობიაშვილის დაჯილდოებაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში ვინმეს ინდივიდუალურად გამოყოფა რთული იქნებოდა.
„მე ვფიქრობ, რომ აქ გამიჯვნა და ასე ინდივიდუალურად ადამიანის გამოყოფა ძნელი იქნებოდა. ერთი მეორეს არ გამორიცხავს – ის, რომ ნაკრებმა წარმატებას მიაღწია, ვიღაცამ შეიძლება წვლილიც შეიტანა ამაში, მაგრამ მეორე მხრივ, ბატონ კობიაშვილს მძიმე ლაქად დარჩება მთელი სიცოცხლის განმავლობაში, რომ ის არის „რუსულ კანონზე“, ფაქტობრივად, 5-ჯერ ხელმომწერი, ჯერ კიდევ შარშანდელი წლიდან მოყოლებული. ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენ ასე არ უნდა განვიხილოთ, რომ მან პარლამენტში მოღვაწეობისთვის მიიღო ეს ღირსების ორდენი, ამიტომ მოდით, ამაზე ნუ მოვახდენთ კონცენტრირებას, ვინ რა მიიღო, მთავარია, რომ ნაკრებმა გვასახელა, მთავარია, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი თანხმდება, რომ ევროკავშირი, „რუსული კანონი“ და საქართველო შეუთავსებელია”, – განაცხადა ჩიხლაძემ.

საქართველოს პრეზიდენტი სახალხო ზეიმს შეუერთდა და ეროვნული ნაკრების წევრებსა და ფეხბურთის ფედერაციის წევრებს ღირსების ორდენები გადასცა

შეგახსენებთ თბილისში, თავისუფლების მოედანზე, სადაც ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების დახვედრის საზეიმო ღონისძიება გაიმართა, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის სცენაზე გამოჩენას იქ შეკრებილი აუდიტორიის მხრიდან ნეგატიური შეძახილები მოჰყვა.

პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას მიულოცა ნაკრებს და მისი წევრების ღირსების ორდენით დაჯილდოებამდე, სცენაზე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიწვია. ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტი წარდგენისას მხოლოდ სახელით და გვარით მოიხსენია.

“გილოცავთ ყველას, გილოცავთ უდიდეს წარმატებას, უდიდეს სიხარულს, რომელსაც ევროპაში უწოდეს ქართული სასწაული. ვიდრე ჩემს სათქმელს ვიტყვი, მინდა ვთხოვო სალომე ზურაბიშვილს, რომელსაც სურს ბიჭების დაჯილდოება ღირსების ორდენებით”, – თქვა კობახიძემ შეძახილების ფონზე და მიკროფონი მაშინვე გადასცა პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, რომელსაც ტაშით შეხვდნენ.

“სასწაულია დღევანდელი დღე. მე ასეთი საქართველო მინდა – გახარებული ამ ბიჭების სასწაულით, მაგრამ სასწაული ასე არ მოდის, ეს არის შრომა, თავდადება, ნიჭი, შემართება, პროფესიონალიზმი, გუნდურობა, ქვეყნის სიყვარული და ეს ყველაფერი ერთად ამათ ისე აქვთ შერწყმული, მიაღწიეს მიუღწეველს. მათ ძალიან დიდი მადლობა, თქვენ ძალიან დიდი მადლობა მათი გულშემატკივრობისთვის”, – თქვა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლისას, რის შემდეგაც მან ნაკრების წევრებსა და სამწვრთნელო შტაბს ღირსების ორდენი გადასცა.

მსგავსი პოსტები

Back to top button