იქმნება საყდრისი-ყაჩაღიანის მუზეუმი
საყდრისი-ყაჩაღიანის ობიექტზე აღმოჩენილი მასალებისა და ბოლნისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის კოლექციების ბაზაზე ბოლნისის სამუზეუმო-საგანმანათლებლო ცენტრი იქმნება.
აღნიშნული სივრცის პროექტირებაზე ცხადდება კონკურსი, რომელში მონაწილეობის მიღებაც დაინტერესებულ ადგილობრივ თუ საერთაშორისო კომპანიებს მიმდინარე წლის 15 სექტემბრამდე შეეძლებათ.
საუკეთესო საკონკურსო წინადადებას სპეციალური კომისია გამოავლენს, რომელიც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ეროვნული მუზეუმის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის, ბოლნისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის წარმომადგენლებით და მიწვეული ექსპერტებით იქნება დაკომპლექტებული.
პროექტის განხორციელებას „RMG GOLD” დააფინანსებს. ახალი სამუზეუმო-საგანმანათლებლო სივრცის ძირითადი ფუნქციები, კულტურის სამინისტროს თანახმად, იქნება არტეფაქტების მოკვლევა და კონსერვაცია, გამოფენები, განათლება და რეგიონში კულტურული ტურიზმის განვითარება.