დავით უსუფაშვილი – ,,არჩევნების შედეგები ლეგიტიმურია“

პარლამენტის თავმჯდომარე საპარლამენტო არჩევნებს აფასებს.

მისი განცხადებით არ არსებობს არანაირი საფუძველი ეჭქვეშ დადგეს საარჩევნო პროცესი ან არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობა.მისი თქმით მიუხედავდ იმისა, რომ იყო ბევრი ხარვეზი საარჩევნო პროცესისი დროს და გამოიკვეთა დანაშულებრივი ქმედებებიც ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები შედგა.

”8 ოქტომბრის არჩევნებიდან საკმაო დრო გავიდა იმისთვის, რომ შევძლოთ არჩევნების წინასწარი ტექნიკური და პოლიტიკური შედეგების შეჯამება. მე ვთვლი და ეს არის ძალიან სასიამოვნო, რომ 8 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდათ თავისუფალი არჩევანის გაკეთების გაცილებით უკეთესი შესაძლებლობა ვიდრე წინა საპარლამენტო არჩევნების დროს. ეს არის წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სახელმწიფოს გაძლიერებისთვის. საარჩევნო პროცესში ბევრი ხარვეზი იყო, იყო სერიოზული ხარვეზებიც, იყო დანაშაულის ნიშნებიც და ალბათ ვიხილავთ კომპეტენტური ორგანოების გადაწყვეტილებებსაც. მიუხედავად ამისა, არ არსებობს არანაირი საფუძველი ეჭქვეშ დადგეს საარჩევნო პროცესის ან არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობა. არჩევნები შედგა, არჩევნები დასასრულებელია, ვინაიდან უმეტეს მაჟორიტარულ ოლქებში მეორე ტურია ჩასატარებელი, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ არჩევნები შედგა. შედეგად, მივიღებთ ახალ პარლამენტს, ახალ პოლიტიკურ რეალობას და ამ მიმართულებით უნდა იყოს მეტი განსჯა და მეტი ანალიზი”, – განაცხადა უსუფაშვილმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button