ირაკლი ალასანია ლაგოდეხის მოსახლეობას შეხვდა

“თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი კახეთში იმყოფებოდა.

ირაკლი ალასანია ლაგოდეხის მოსახლეობას შეხვდა და რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე წარადგინა.ამ პოსტს ვახტანგ მჭედლიძე დიაკავებს.

ალასანიამ ადგილობრივების პრობლემები მოისმინა და მათ “თავისუფალი დემოკრატების” ხედვები გააცნო პრობლემებთან დაკავშირებით.

ადგილობრივების განცხადებით, მათი მთავარი პრობლემებია: ბანკის ვალები, უმუშევრობა, მოუწესრიგებელი გზები, პენსიები, სოციალური დახმარება, სარწყავი წყალი და ჯანსაღი ცხოვრების წესი ახალგაზრდებისთვის.

მსგავსი პოსტები

Back to top button