მნიშვნელოვანისიახლეები

ორხევში ინსპექცია სახლებს ანგრევს

ორხევის დასახლებაში მინიციპაულური ინსპექცია სახლებს ანგრევს – ადგილობრივები ამბობენ, რომ მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახურმა დემონტაჟი დილის 7 საათიდან დაიწყო და ამ დრომდე 5 სახლია დანგრეული.

ორხევის დასახლებაში მცხოვრები 6 ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა. მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებმა მათ სახლები დაუნგრიეს. ადგილზე სპეციალური ტექნიკაა მობილიზებული.

მოსახლეობა ორხევის დასახლებაში გამგებლის მისვლას ელოდება. როგორც ისინი ყვებიან, დემონტაჟზე მერიის არგუმენტია, რომ “მშენებლობები უკანონოა და უნდა დაინგრეს”.

მერიის სამსახური ამტკიცებს,რომ შენობებში არავინ ცხოვრობდა, თუმცა ადგილობრივი მოსახლეობა ყვება, რომ ისინი წლების განმავლობაში ამ სახლებში ცხოვრობდნენ და მერიისგან წინასაარჩევნოდ მიწის ნაკვეთის დაკანონების დაპირებაც მიიღეს.

დაზარალებულების განცხადებით მათ არანაირი ქონება არ აქვთ და არ იციან, ღამეს სად გაათევენ. ისინი კითხვაზე პასუხს ადგილობრივი გამგეობისგან ელოდებიან, თუმცა პასუხს არავინ სცემთ.

დაზარალებული ამბობს, რომ მის სახელზე არანაირი ქონება არ ფიქსირდება და არ იცის, დღეს ღამეს სად გაათენებს.
ინსპექციის წარმომადგენელი ამბობს, რომ თუ ვინმე ქუჩაში დარჩება საცხოვრებელს გამოუყოფენ.

კომენტარები ორხევიდან

მსგავსი პოსტები

Back to top button