ირაკლი ალასანიამ ლაგოდეხში პარტიის ოფისი გახსნა [Photo/Audio]
ლაგოდეხში “თავისუფალი დემოკრატების” რაიონული ოფისი გახსნა პარტიის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ.
როგორც რადიო “ჰერეთს” ალასანიამ განუცხადა, პარტია აქტიურად იწყებს მუშაობას 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის.
მისივე თქმითვე, “ისინი მუშაობენ ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და განათლების სისტემის გაუმჯობესების გეგმაზე, რომელსაც საზოგადოებას უახლოეს მომავალში გააცნობენ”.
ირაკლი ალასანიას განცხადებით, ლაგოდეხში “თავისუფალი დემოკრატების” რაიონულ ოფისს ჯონი თურქაძე უხელმძღვანელებს. იგი ამჟამად ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის განვითარებიც ცენტრის დირექტორის თანაშემწეა.
ჯონი თურქაძე წლების განმავლობაში ლაგოდეხის სპორტ-დარბაზის ხელმძღვანელი იყო. უფრო ადრე თურქაძე ლაგოდეხის პოლიციის უფროსის თანამდებობას იკავებდა.
იმ დრომდე ვიდრე ირაკლი ალასანია თავდაცვის მინისტრი იყო, “თავისუფალ დემოკრატებს” ლაგოდეხში გიორგი დარბაიძე ხელმძღვანელობდა.
მას შედეგ რაც პრემიერმა ირაკლი ალასანია თანამდებობიდან გაათავისუფლა, გიორგი დარბაიძემ პარტია დატოვა და შესაბამისად პარტიას თავმჯდომარეც არ ჰყავდა.
ირაკლი ალასანია_ხმა
[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”18762″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery” sc_id=”sc1443012723480″]