მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ირაკლი ბებუას ვადამდე გათავისუფლების საკითხი არ განიხილება-დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თეა ახვლედიანის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც აღნიშნულია, რომ 30 წლის ირაკლი ბებუას ვადამდე გათავისუფლების საკითხი არ განიხილება.

“ახვლედიიანმა ახსენა თანამშრომლობის წარმატებული მაგალითები, მისი თქმით, აფხაზეთში დაწყებულია 100 -მდე ქართულ-აფხაზური ბიზნეს პროექტი, რომელიც ნდობის აღდგენას ემსახურება.

ამასთან ახვლედიანმა განაცხადა, რომ ენგურის ხიდზე მოქალაქეთა გადაადგილების აღდგენის შესახებ, რომლითაც ყოველდღიურად სარგებლობს 1000- მდე ადამიანი, ასევე მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავრობა და საერთაშორისო ორგანიზაციები დაეხმარნენ აფხაზეთის მცხოვრებლებს 4 მილიონი ლარით.

მინისტრმა ისაუბრა ირაკლი ბებუაზე, რომელიც პატიმრობაში იმყოფება და გამოთქვა იმედი, რომ უახლოეს მომავალში მას გაათავისუფლებენ.

ახვლედიანის განცხადება ერთობლივ ბიზნეს პროექტებზე საჭიროებს დაზუსტებას, აფხაზეთის მოქალაქეები არ მონაწილობენ ქართულ-აფხაზურ ბიზნეს პროექტებში, თუ გალში მცხოვრებმა საქართველოს რომელიმე მოქალაქემ ჩათავალა საჭიროდ ასეთ პროექტში მონაწილეობა, ეს არ ნიშნავს ერთობლივ ბიზნეს პროექტებს.

რაც შეხება ენგურის ხიდზე მიმოსვლის აღდგენას, მასში საქართველოს ხელისუფლებას მონაწილეობა არ მიუღია. აფხაზეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელობა, გამოვიდა ამ ჰუმანიტარული ინიციატივით, რადგან გალის რაიონის მცხოვრებლებს სჭირდებოდათ აფხაზეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა.

ასევე, კორონავირუსთან წინააღმდეგ საბრძოლველად აფხაზეთს საქართველოს ხელისუფლებიდან არანაირი დახმარება არ მიუღია. სოხუმში მხოლოდ საერთაშორისო ორგანიზიაციებიდან შემოვიდა დახმარება.

ახვლედიანის მიერ ნახსენები ირაკლი ბებუა კი დანაშაულის ჩადენისთვის სასჯელს იხდის და მისი განთავისუფლების საკითხი არ განიხილება.

საგარეო საქმეთა სამინისტრო ურჩევს ქალბატონ ახვლედიანს არ გაერთოს ფაქტების დამახინჯებით და ვარაუდების გავრცელებით.

რჩება, შთაბეჭდილება, რომ ბიუჯეტის ათვისების მიზნით, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სამინისტრო მზადაა გაახმოვანოს იგავები და შეცდომაში შეიყვანოს ქართველი საზოგადოება. უმჯობესია უწყებამ ახვლედიანის ხელმძღვანელობით, უარით თქვას პრაქტიკაზე, რომელსაც მისდევდნენ სამინისტროს ყოფილი ხელმძღვანელები”, – ნათქვამია დე ფაქტო სამინისტროს განცხადებაში.

ირაკლი ბებუა აფხაზეთის “სახელმწიფო დროშის” დაწვისთვის დააკავეს. მაშინ დე ფაქტო მთავრობამ განაცხადა, რომ ირაკლი ბებუას სახლის ჩხრეკისას ხელყუმბარა აღმოაჩინეს. ე.წ. სასამართლომ ბებუა დამნაშავედ ცნო “სახელმწიფო სიმბოლიკის შეურაცხყოფის”, “სხვისი ქონების განზრახ დაზიანების” და “საბრძოლო მასალის უკანონოდ შენახვისთვის” და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ირაკლი ბებუას ოჯახი აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ 90-იანი წლებიდან თბილისში ცხოვრობს. იგი დედისერთაა.

მსგავსი პოსტები

Back to top button