მნიშვნელოვანისიახლეები

ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში გაემგზავრა

ბრიუსელში ვიზიტი დაიწყო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა,სადაც ევროკავშირის, ევროპარლამენტის და ნატოს ხელმძღვანელებს შეხვდებიან. პრემიერმინისტრი სამთავრობო დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა,

ხვალ, 16 მარტს დაგეგმილია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეპ ბორელისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის ოლივერ ვარჰეის ერთობლივი პრესკონფერენცია.

17 მარტს, ირაკლი ღარიბაშვილი ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდება. გაიმართება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაც.

შეგახსენებთ ,ამ დრომდე ვერ მოხერხდა „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის შეთანხმება.
თბილისიდან გამგზავრება ერთი დღით გადადო ევროპელმა დიპლომატმა, კრისტიან დენიელსონმა იმისათვის, რომ “გაგრძელდეს დისკუსიები და მხარეებს გამოსავლის მოძებნაში” დაეხმაროს

მსგავსი პოსტები

Back to top button