მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ყვარელში “საქართველოს ბანკზე”თავდამსხმელს ბრალი წაუყენეს

საქართველოს ბანკის ყვარლის ფილიალზე თავმდამსხმელ, შალვა მელიქიშვილს ბრალი წაუყენეს.
ბრალდებულის ადვოკატს, ლეილა გარსევანიშვილს, სისხლის სამართლის საქმის მასალებს დღესვე გადასცემენ.

ადვოკატი გარსევანიშვილი, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის წინასწარი მოთავსების იზოლატორში მყოფ მელიქიშვილს, დღეს ორჯერ შეხვდა, თუმცა ბრალდებულის პოზიცია ამ დრომდე არ გასაჯაროებულა.
მელიქიშვილისათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე, თელავის რაიონული სასამართლო
ხვალ იმსჯელებს.

რადიო ჰერეთის ინფორმაციით, ბრალდების მხარე, ბანკზე თავდამსხმელისათვის პატიმრობის შეფარდების მოთხოვნას დააყენებს.

შეგახსენებთ, შეიარაღებული პირი, ბანკში 9 სექტემბერს, შეიჭრა და 13 მძევალი აიყვანა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, მძევლები გაანთავისუფლეს, თავდამსხმელი კი, დააკავეს.

გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 236–ე 323- ე და 329- ე მუხლებით მიმდინარეობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button