მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიაზე სიტყვით გამოვა

ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიაზე სიტყვით გამოვა. საქართველოს პრემიერის ნიუ-იორკში 20-25 სექტემბერს ვიზიტის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

“ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტისას, გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები… ირაკლი ღარიბაშვილი სიტყვით გამოსვლისას საქართველოსა და საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე მდგარ გამოწვევებზე და მათი გადაჭრის პროცესში ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობაზე გაამახვილებს ყურადღებას”, – აღნიშნულია პრესრელიზში.

76-ე სესიის გენერალური დებატები 21 სექტემბერს გაიხსნება, ირაკლი ღარიბაშვილი კი მის მონაწილეებს 24 სექტემბერს მიმართავს.

მსგავსი პოსტები

Back to top button