მნიშვნელოვანისაქართველო

ირაკლი ღარიბაშვილი შესაძლოა დავით სონღულაშვილმა ჩაანაცვლოს

გუბერნატორს საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა, ღარიბაშვილის სიმამრთან, თამაზ თამაზაშვილთან, რომელიც იმ დროისათვის კახეთის პოლიციის სამმართველოს უფროსის თანამდებობას იკავებდა.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, შესაძლოა თანდებობა დატოვოს.
სამთავრობო კულუარებში გავრცელებული ცნობებით, ღარიბაშვილის შემცვლელად, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, გურჯაანი-საგარეჯო- სიღნაღი- დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატი, დავით სონღულაშვილი განიხილება.
დავით სონღულაშვილი, 2016 წლიდან საქართველოს პარლამენტის წევრია, “ქართული ოცნებიდან”.
ღარიბაშვილის შესაძლო შემცვლელი, კახეთის ყოფილი გუბერნატორის, ბიძინა სონღულაშვილის ვაჟია.
ბიძინა სონღულაშვილს პრეზიდენტის რწმუნებულის თანამდებობა, 2000- 2003 წლებში , ვარდების რევოლუციამდე ეკავა.
გუბერნატორს საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა, ღარიბაშვილის სიმამრთან, თამაზ თამაზაშვილთან, რომელიც იმ დროისათვის კახეთის პოლიციის სამმართველოს უფროსის თანამდებობას იკავებდა.
ინფორმირებული წყარო, რადიო ჰერეთს უყვება, რომ ხშირად გაერთიანებული თათბირები, იმჟამინდელ გუბერნატორთან, მისი და პოლიციის უფროსის საჯარო კონფლიქტებით მთავრდებოდა.
დავით სონღულაშვილი 39 წლისაა, მან ეკონომიკური განათლება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიიღო.

მსგავსი პოსტები

Back to top button