მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ირაკლი ღარიბაშვილი ვადამდელი არჩევნების დანიშვნას ისევ გამორიცხავს

ვადამდელი არჩევნები ქვეყანაში არ იქნება – აცხადებს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კრისტიან დანიელსონის მეორე ვიზიტისა და მოლაპარაკებების მეორე რაუნდის დაწყების წინ. მისი თქმით, ქვეყანაში ჩატარდა სამართლიანი არჩევნები და ეს აღიარა ყველა ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციამ

“ამაზე საუბარი დავასრულეთ. მთელმა მსოფლიომ აღიარა ჩვენი არჩევნები და მოგვილოცა. რა არჩევნებზე მელაპარაკებით? რაც შეეხება დიალოგს, დიალოგი გრძელდება” ამბობს ღარიბაშვილი. მისივე თქმით, ქვეყანას არც პოლიტპატიმრები ჰყავს:

​პოლიტპატიმრები ჩვენს ქვეყანაში არ არსებობენ, ეს არსებობდა თქვენი ბელადის, სააკაშვილის დროს – განაცხადა ღარიბაშვილმა ენგურჰესზე ვიზიტის დროს.

მსგავსი პოსტები

Back to top button