მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის მოთხოვნით ჟურნალისტების მორიგი აქცია გაიმართება

ჟურნალისტების მორიგი აქცია დედაქალაქში, პარლამენტთან დღეს 18 საათზე გაიმართება. მოთხოვნები უცვლელია, გადადგეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და დაისაჯონ 5-6 ივლისს დედაქალაქის ქუჩებში მომხდარი ძალადობის მონაწილეები და ორგანიზატორები.

მედიის ორგანიზებით მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქციები 11 ივლისიდან დაიწყო. აქციის მონაწილეებმა ტელეკომპანია პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტი და ჟურნალისტების წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობა გააპროტესტეს.

შეგახსენებთ, 5 ივლისს, მოძალადე ჯგუფების თავდასხმის შედეგად დაშავდა 55 პირი, მათ შორის მედიის 53 წარმომადგენელი. დაშავებულთაგან ერთ-ერთი, ტვ პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს გარდაიცვალა.

მსგავსი პოსტები

Back to top button