მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ყველა დეპუტატს ვინც პარლამენტში არ შევა მანდატი შეუწყდება

“ქართული ოცნების” ლიდერი, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ყველა იმ დეპუტატს შეუწყდება სადეპუტატო მანდატი, რომელიც შესაბამის განცხადებას წარადგენს. ამის შესახებ მან საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

“საპარლამენტო უმრავლესობა დეპუტატებს, მათივე განცხადების საფუძველზე შეუწყვეტს საპარლამენტო მანდატებს ყველა იმ დეპუტატს, ვინც ვერ შეეწინააღმდეგება რადიკალური ოპოზიციის სცენარს და პარლამენტს წარუდგენს შესაბამის განცხადებას”, – განაცხადა კობაიხიძემ.

კობახიძემ რამდენიმე საათით ადრე, 8 დეკემბერს ელჩების თანდასწრებით ოპოზიციასთან გამართული შეხვედრების დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ოპოზიციონერებს, რომლებიც დეპუტატებზე უარს იტყოდნენ, სხვადასხვა ღონისძიებით ამ პროცესს გაუჯანჯლებდნენ და არავის შეუჩერებდნენ სტატუსს.

“თუ ის პარტიები, რომლებიც არიან ამბოხის მომხრე, ძალიანაც კარგი. რაც შეეხებათ, ის დეპუტატები, რომლებიც არ არიან ამბოხის მომხრე, არც წარმოადგენენ შესაბამის განცხადებებს”, – დასძინა მან დღეს გამართულ ბრიფინგზე.

კობახიძის თქმით, მე-10 მოწვევის პარლამენტში პირველი შეკრებისთანავე საპარლამენტო უმრავლესობა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმენას დააინიცირებს.

კობახიძის განცხადებით, კომისია უბნების მასშტაბურ გადათვლასაც გააკეთებს და თქვა, რომ გადაცდომის დაფიქსირების შემთხვევაში პოლიტიკას ჩამოშორდება.

ასევე,პარტიამ მიიღო გადაწყვეტიელბა საპარლამენტო მანდატები ყველა იმ დეპუტატს შეუწყვიტონ, რომლებიც ამის თობაზე განცხადებით მიმართავენ. მისივე თქმით, დაფინანსებას ვერ მიიღებენ ის პარტიები, რომლებიც პარლამენტში არ იქნებიან.

მსგავსი პოსტები

Back to top button